სერბმა სტუდენტებმა ქალაქ ნოვი-სადში ანტიკორუფციული საპროტესტო აქციის ფარგლებში კვირას მდინარე დუნაიზე მდებარე ერთ-ერთი ხიდი მთელი ღამის განმავლობაში დაბლოკეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ ქვეყანაში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას. წერს AP.
ათობით ფერმერმა ტრაქტორები განათავსა თავისუფლების ხიდთან და განაცხადა, რომ მათ სურდათ დაეცვათ სტუდენტები სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის მომხრეების შესაძლო თავდასხმებისგან.
ნოვი-სადის მცხოვრებლებმა მათ ჩაი და ყავა, ბლინები, ცომეული და კერძები მოუმზადეს.
აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს პროტესტის გაგრძელება კიდევ სამი საათის განმავლობაში, ვიდრე ასუფთავებდნენ ტერიტორიას, სადაც შაბათიდან აქციას მართავდნენ.
კვირას მათ ათასობით ადამიანი სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა.
სერბეთის უნივერსიტეტის სტუდენტები ხელმძღვანელობენ მასობრივ ანტიკორუფციულ მოძრაობას, რომელიც დაიწყო 1-ელ ნოემბერს ნოვი-სადის ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე სახურავის ჩამონგრევის შემდეგ. ტრაგედიას 15 ადამიანი ემსხვერპლა.