სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა დაითხოვა ქვეყნის პარლამენტი და დანიშნა ვადამდელი საპარლამენტო და რამდენიმე რეგიონში ადგილობრივი არჩევნები 17 დეკემბრისთვის.
ვუჩიჩს 2 ნოემბრამდე უნდა დაენიშნა 250-მანდატიანი ეროვნული ასამბლეის არჩევნები.
ადგილობრივი არჩევნები 60-მდე მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება.
წინა საყოველთაო არჩევნები სერბეთში 2022 წლის აპრილში გაიმართა, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2026 წელს უნდა ჩატარებულიყო.