"Украинская правда"-სთან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საუბრობს საქართველოს ევროინტეგრაციის მომავლის და სააკაშვილის ბედის შესახებ და ასევე განმარტავს, თუ რატომ არ ჩასულა აქამდე უკრაინაში და არის თუ არა მისი ქვეყანა მზად, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნებისთვის.
- ბევრი დასავლელი ლიდერი ჩავიდა უკრაინაში სოლიდარობის გამოსახატავად. მაგრამ თქვენ - არა. რატომ?
"მე ყოველთვის მზად ვიყავი ჩამოსასვლელად და დღესაც მზად ვარ. ასე რომ, თუ ამ შეტყობინებას გადასცემთ, ხვალვე შემიძლია ჩამოვიდე.
- მაგრამ, თქვენი აზრით, რატომ არ დაგპატიჟათ ზელენსკიმ?
"ეს არ არის პირადული და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რასაც ჩვენ, სამთავრობო წრეებს შორის არასრულად დამაკმაყოფილებელ ურთიერთობებს ვუწოდებთ.
ასე რომ, გარკვეულწილად, ვგრძნობ ამის შედეგებს, მაგრამ ისევ მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, ამის შესაძლებლობა გვექნება. იმედი მაქვს, ასეთი შანსი ყირიმის პლატფორმაზე იქნება.
– მიგიღიათ მოწვევა?
- ჯერ არა. ჯერ ეს მგონი არ არის ორგანიზებული.