საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა.

"მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო "მტკიცებულებაა": რუსეთის მხრიდან მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა. ჩვენი ძლიერი დიასპორის 1 000 000 წარმომადგენელი შეზღუდეს. ხმის მიცემის "ნება დართეს" მხოლოდ 34 000-ს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, გუშინ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც, წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა.