შემთხვევა საფრანგეთში, ქვემო ბრეტანში მდებარე სოფელ პლონევე-დიუ-ფაუში, შაბათ საღამოს მოხდა.
პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შაბათს, დაახლოებით 22:00 საათზე, 71 წლის კაცმა პისტოლეტიდან იმ დროს აუტეხა სროლა მეზობლებს, როდესაც ისინი ბაღში ბარბექიუს მზადების პროცესში იყვნენ.
სროლის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა 11 წლის გოგონა გარდაიცვალა, მისი მშობლები კი დაიჭრნენ. მამის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, დედის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.
მათ ერთად მყოფმა 8 წლის გოგონამ მეზობლებთან გაქცევა მოასწრო. მათი თქმით იგი შოკში იმყოფებოდა და ყვიროდა: „ჩემი და მოკვდა, ჩემი და მოკვდა".
ადგილზე სწრაფად მისულს პოლიციას თავიანთ სახლში ჩაკეტილი ცოლ-ქმარი ერთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ჩაჰბარდნენ. მკვლელობის ნამდვილი მოტივი ამ დრომდე უცნობი რჩება, ამ დროისთვის არსებული ვერსიის თანახმად კი „როგორც ჩანს, ორ მეზობელს შორის რამდენიმე წელი დავა იყო მათი სახლების მიმდებარე მიწის ნაკვეთის გამო".
ბრიტანელების ოჯახი, რომელზედაც თავდასხმა მოხდა, ბრეტანში საცხოვრებლად 2019 წელს გადავიდა და მიმდებარე თავისუფალი ნაკვეთის გასუფთავების პირობა დადო. ეს კი აღიზიანებდა იმავე სოფელში საცხოვრებლად 2017 წელს გადასულ ნიდერლანდელ ცოლ-ქმარს. ისინი ჩიოდნენ, რომ მათ აწუხებდა ბენზინის ხერხის ხმა. გარდა ამისა, ისინი გაბრაზებული იყვნენ იმის გამო, რომ ბრიტანელმა მოჭრა ხე, რომელიც მათ ნაკვეთს მზისგან იცავდა.
მეზობლების თქმით, ნიდერლანდელს და მისი ცოლი სოფელ მცხოვრებ ხალხთან ურთიერთობა არ ჰქონდა. სოფელში მათ მოიხსენიებდნენ მეტსახელით „ბელგიელები" და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისინი სახლში დიდი რაოდენობით კანაფს ინახავდნენ.
ცოლ-ქმრის დაკავების შემდეგ ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე ჩატარებული ტესტები დადებითი აღმოჩნდა.