ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა actu17 ავრცელებს.
პარასკევს დილით, დაახლოებით 07:00 საათზე ადგილობრივი დროით, ჩრდილოეთ ნორმანდიაში მდებარე ქალაქ რუანში პოლიციამ და სახანძრომ მიიღო შეტყობინება, რომ სინაგოგის სახურავიდან კვამლი ამოდიოდა. ადგილზე პოლიციის მისვლისას სინაგოგის სახურავზე ხელში დანით მყოფი მამაკაცი ძირს გადახტა და პოლიციელებისკენ გაეშურა. პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად მან დანა არ გადაგდო და არ შეჩერდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა მას დამიზნებით ხუთჯერ ესროლა და ოთხგზის ტყვიამოხვედრილი პირის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანით შეიარაღებული პირს, წარმოშობით ალჟირელს, ავადმყოფობის მოტივით ჰქონდა შეტანილი თხოვნა ბინადრობაზე, თუმცა მას უარი უთხრეს და მიმდინარე წლის იანვარში, უარზე საჩივრის განხილვის შემდეგ, სასამართლოს მისი დეპორტაციის შესახებ გამოიტანა გადაწყვეტილება და იძებნებოდა.
პოლიციელი, რომელმაც დანით შეიარაღებულ პირს ხუთჯერ ესროლა, დააკავეს, თუმცა პროკურორმა თითქმის მაშინვე განასცხადა, რომ ნახა ვიდეო და მიიჩნევს, რომ იგი უსაფრთხოების ქცევის კოდექსის შესაბამისად მოიქცა და მოსმენის დასრულებისთანავე გაათავისუფლებს მას.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლიციელი გაათავისუფლეს, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა კი განაცხადა, რომ 25 წლის პოლიციელი, რომელმაც „განსაკუთრებით საშიშ" პირს ცეცხლი გაუხსნა, „დაჯილდოვდება".