ამის შესახებ ინფორმაციას „ფიგარო“ ავრცელებს.
„ფიგაროს“ ცნობით, დღეს დილით, საფრანგეთის რკინიგზის ნაციონალურმა კომპანიამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთის სარკინიგზო ქსელში, უფრო ზუსტად, ლილსა და არასს შორის, მიმოსვლის გრაფიკი „სერიოზულად დაირღვა“, რაც არის შედეგი „არსებითი ბოროტი განზრახვის“. კომპანია უკვე გეგმავს გაუქმებებს და დაგვიანებებს და განმარტავს, რომ მატარებლები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ, რაც მგზავრობის დროს გაახანგრძლივებს.
სარკინიგზო კომპანიის ჯგუფის ვებსაიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ლილი ევროპა“ სადგურის სამხრეთით, ძირითადად მაღალსიჩქარიანი მატარებლების მოძრაობისთვის განკუთვნილი ხაზის 600 მეტრზე მეტ მონაკვეთზე სადენი მოიპარეს ან გადაჭრეს. ქურდობამ ამ ოთხშაბათს გვიან საღამომდე ორივე მიმართულებით გაართულა მატარებლების მოძრაობა. ალტერნატიული მარშრუტებით მატარებლების მოძრაობა მგზავრობის დროის „1 საათამდე“ გაზრდას გამოიწვევს.
„ფიგაროს“ ცნობით, საფრანგეთის რკინიგზის ნაციონალური კომპანია სისტემატურად ასეთი მავნე ქმედებების მსხვერპლი.