გუშინ, La Provence-თან ინტერვიუში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე ფიქსირებული ჯარიმების ამოღების მაჩვენებელი მხოლოდ 35%-ს შეადგენს დაგვიანებული სატელეფონო გადახდების გამო.
„ჩვენ უნდა ვიპოვოთ საშუალებები, რომ ვიყოთ უფრო ეფექტურები“, - თქვა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ „დაწყებულია აგენტების 5000 გადახდის ტერმინალით აღჭურვის პროცესი" და ზაფხულის ბოლომდე მზად იქნება შესაბამისი განკარგულება.
ემანუელ მაკრონის ამ განცხადებამ ფრანგ პოლიციელთა პროფკავშირული ორგანიზაციები აღაშფოთა.
ჩვენ არ ვართ სახაზინო აგენტები და ჩვენი საქმე არ არის ხაზინის შევსება. პოლიციელები უკვე ატარებენ 5-იდან 10 კგ-მდე აღჭურვილობას და ახლა მათ ასევე უნდა ატარონ საკასო აპარატები და ქვითრების რულონი. ასე ჩვენ მოსიარულე გამყიდველებად გადავიქცევით, - ამბობს SGP-ის ილ-დე-ფრანსის პოლიციის ქვედანაყოფის წარმომადგენელი ფრანსუა ბერსანი.
ნაღდი ფულით გადახდის შემთხვევაში პოლიციამ ხურდის დაბრუნება უნდა შეძლოს და მას თან უნდა ჰქონდეს ფულის შესანახი კონვერტი. ეს ტექნიკურად შეუძლებელია - აღშფოთებით ამბობს UNSA პოლიციის კავშირის ეროვნული მდივანი მარკ ჰოკარდი.
ჩვენ ვალდებულები ვიქნებით, მივაწოდოთ მათ გადახდის დამადასტურებელი საბუთი. მაშასადამე, უნდა გვქონდეს ქვითრების წიგნი, რომელშიც ყველა გადახდა იქნება დაფიქსირებული, - ამბობს CFDT გენერალური მდივანი დენის ჯეიკობი,