ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს, - ამბობს საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი.
"მაშინ როცა, ემანუელ მაკრონი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერას ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად ასახელებს, ის საქართველოში დემონსტრანტებისა და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას აფასებს და ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყო", - წერს საფრანგეთის ელჩი საქართველოში.
As @EmmanuelMacron makes support to democracy and freedom fighters a priority of our foreign policy, he commends the courage of demonstrators and of @Zourabichvili_S in #Georgia and underlined that new elections could be a way out of the political crisis #ConfAmbass pic.twitter.com/FcEJACQJNY
— Sheraz Gasri 🇫🇷🇬🇪 (@Sherzag) January 6, 2025