საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ირანის ბუშერის ქარხანაზე დარტყმამ შესაძლოა, რეგიონული კატასტროფა გამოიწვიოს.

რაფაელ გროსის თქმით, ჯერ-ჯერობით კონფლიქტის დაწყებიდან რადიაციული დაბინძურება არ მომხდარა.

„რეგიონის ქვეყნებმა პირდაპირ მომმართეს და თავიანთი შეშფოთება გამოთქვეს. მინდა, აბსოლუტურად და ძალიან მკაფიოდ განვაცხადო – ბუშერის ბირთვულ ქარხანაზე თავდასხმის შემთხვევაში, პირდაპირი დარტყმა ძალიან მაღალი რაოდენობით რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

თარგმანი: პირველი არხი