უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, სუროვიკინის დაკავების მიზეზი ამბოხის დროს პრიგოჟინის მხარდაჭერა იყო.
მანამდე დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუროვიკინმა წინასწარ იცოდა ევგენი პრიგოჟინის ამბოხის შესახებ. ამასთან, სავარაუდოდ, პრიგოჟინს სხვა რუსი გენერლებიც უჭერდნენ მხარს.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილედ გენერალი სერგეი სუროვიკინი მიმდინარე წლის იანვარში დანიშნა.