რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ სტეფნოგორის მართვადი ავიაბომბებით თავს დაესხა, დაბომბვის შედეგად დაზიანდა ცხრასართულიანი შენობა და ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი ავრცელებს.

"ელექტრომომარაგება შეწყდა, ხანძარი გაჩნდა ცხრასართულიან კორპუსში. მტერი თავს დაესხა ფრონტის ხაზის სტეფნოგორის საცხოვრებელ კორპუსს," - წერს ფიოდოროვი Telegram არხზე.

რუსებმა გამოიყენეს მართვადი ბომბები და შეუტიეს საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, რის შედეგადაც ცხრასართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

ფიოდოროვის თქმით, არავინ დაშავებულა.