რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, არიან დაშავებულები, დაღუპულია ერთი ადამიანი.
ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის წარმომადგენლის ანატოლი კურტევის განცხადებით, დაბომბვის შედეგად გაჩნდა ხანძარი.
ბოლო მონაცემებით, ცნობილია 9 დაშავებულის შესახებ. ასევე დაზიანებულია სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებები. ამის გარდა დაზიანდა ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი.