რუსეთში ГРУ-ს ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, გენერალ იაროსლავ მოსკალიკის 25 აპრილს აფეთქების ბრალდებით 1983 წელს დაბადებული იგნატ კუზინი დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) განაცხადა.
ФСБ-ს განცხადებით, კუზინი დაკითხვის მიზნით დააკავეს. უწყება ამტკიცებს, რომ აფეთქებაში ბრალდებული მამაკაცი "უკრაინული სპეციალური სამსახურების აგენტია", რომელსაც უკრაინაში ბინადრობის უფლება აქვს.
კუზინს ეჭვმიტანილია ავტომობილში ბომბის დამონტაჟებაში, რამაც საბოლოოდ რუსი გენერლის სიკვდილი გამოიწვია. მამაკაცს, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ტერორისტული აქტის განხორციელებასა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო შენახვაში ედება ბრალი.
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ეჭვმიტანილმა, სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელშეწყობით შექმნილი სამალავი ადგილიდან წამოიღო.
ბრალდებულმა, სავარაუდოდ, Volkswagen Golf-ის ტიპის ავტომობილი წინასწარ შეიძინა, მასში ხელნაკეთი ბომბი დაამონტაჟა და მოსკალიკის სახლთან ახლოს გააჩერა. დისტანციური მართვის ბომბი გაჩერებულ მანქანაში აფეთქდა, როდესაც რუსმა გენერალმა მის სიახლოვეს ჩაიარა. მოსკალიკი ადგილზევე მოკვდა.
ФСБ ამტკიცებს, რომ ბომბი უკრაინის ტერიტორიიდან ააფეთქეს.