ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული და რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დააკავეს და სასამართლოში გადაიყვანეს „ლუკოილის“ კომპანიების ჯგუფის ურალის წარმოების ასოციაციის ხელმძღვანელი, ახმედ გაჯიევი.
ადრე, ეკატერინბურგში დააკავეს ადგილობრივი აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შაჰინ შიხლინსკი. ის საფაროვების ძმების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში მოწმეა, - განუცხადა მისმა შვილმა, მუტვალამ „РБК“-ს.
მუტვალას თქმით, უსაფრთხოების ძალებმა ის მამასთან ერთად მაშინ დააკავეს, როდესაც ქალაქში მანქანით მოძრაობდნენ. მათ იარაღი დაუმიზნეს და მანქანის მინების ჩამსხვრევა დაიწყეს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ვორონეჟში აზერბაიჯანელი ბიზნესმენის, იუსიფ ხალილოვის დაკავების შესახებ.
ხალილოვი ვორონეჟში რესტორან Ярды Superbar-ის მფლობელია. მედიის ინფორმაციით, იგი ასევე არის ალექსეევსკის ბაზრის თანამფლობელი. ბიზნესმენის დაკავების შესახებ დიასპორის არაერთი წარმომადგენელი აცხადებს, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.