რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მოსკოვმა დიპლომატიური ნოტებით მიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უწყებებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, მაქსიმ რაიდერმა განაცხადა, რომ მოსკოვი უცხო ქვეყნებისგან საარჩევნო უბნების დაცვას და საელჩოებთან დემონსტრაციების აკრძალვას ითხოვს.  

სახელმწიფო დუმის მე-9 მოწვევის არჩევნები სამი დღის განმავლობაში, 18-დან 20 სექტემბრამდე გაიმართება.  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ადრე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მხრიდან, შესაძლოა, პროვოკაციებსა და პიკეტებს ჰქონდეს ადგილი. თავის მხრივ, ოპოზიციურმა ძალებმა საარჩევნო დღეებში საპროტესტო აქციები დაგეგმეს.