რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურ რამზან კადიროვის მიერ უკრაინასთან საომრად შექმნილ მოხალისეთა რაზმ „ახმატთან“ კონტრაქტი გააფორმა.
"კადიროველებთან“ გაფორმებული კონტრაქტი სამართლებრივად არეგულირებს მოხალისეთა ქვედანაყოფების საქმიანობას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. მოხალისეებსა და მათ ოჯახებზე გავრცელდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სოციალური დაცვის ზომები“, – აცხადებს, რუსული მედიის ცნობით, თავდაცვის უწყება.
კონტრაქტს ხელი მოაწერეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ გენერალმა ალექსეი კიმმა და რუსეთის „სპეციალური დანიშნულების უნივერსიტეტის“ დირექტორმა ადამ დაშაევმა. ოფიციალური ინფორმაციით, კადიროვის მიერ შექმნილი რაზმი „ახმატი“ სწორედ ამ „უნივერსიტეტმა“ მოამზადა.
გუშინ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს არ გააფორმებდა.