რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემში გმირის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე განაცხადა რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2024 წლის 15-17 მარტს ჩატარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ელა პამფილოვას განცხადებით, კენჭისყრა პირველად ჩატარდება „ასეთ ტოქსიკურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში“.
რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა 70 პროცენტს მიაჩნია, რომ პუტინი უნდა იყაროს კენჭი ახალი ვადით. კიდევ 15 პროცენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პრეზიდენტმა უნდა დატოვოს თანამდებობა, მაგრამ ამის შემდეგ სხვა პოზიცია დაიკავოს ქვეყნის ხელმძღვანელობაში.
პუტინმა სახელმწიფოს მეთაურის პოსტი პირველად 2000 წელს დაიკავა, 2004 წელს კი მეორე ვადით აირჩიეს. 2008 წლიდან 2012 წლამდე ის რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. პუტინი მესამე ვადით აირჩიეს 2012 წელს, ხოლო მეოთხე ვადით 2018 წელს.