დაწესებული სანქციების პასუხად, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის მიერ დიდ ბრიტანეთთან 1956 წელს დადებული თევზჭერის შეთანხმების გაუქმებას.

ხელშეკრულება ბრიტანელი მეთევზეების გემებს ბარენცის ზღვაში, კოლის ნახევარკუნძულის სანაპიროს მახლობლად თევზჭერისა და თავისუფალი ცურვის უფლებას აძლევდა.

"საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. კოლეგებო, დღეს საუბარი დავიწყეთ იმით, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ლიდერი, როგორ უნდა იცავდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. და შეხედეთ: ერთ-ერთი პირველი საკითხი, რასაც განვიხილავთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შეთანხმება დაიდო 68 წლის წინ, 1956 წელს. უბრალოდ ადგნენ და ინგლისს ცალმხრივად მისცეს ნება დაეჭირათ თევზი ჩვენი სანაპიროების მახლობლად. და რა მიიღო ჩვენმა მხარემ? რატომ აქამდე არ მიიღეს ამ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება?" – თქვა დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.