გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება.
"ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან.
კესარია აბრამიძე მოკლეს. სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ანტი-LGBTI კანონი მიიღო.
ღრმად შოკირებული ვარ და მმართველ "ქართული კოშმარის" პარტიას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაიწვიონ სამარცხვინო კანონი", – წერს როთი სოციალურ ქსელში.
Those who sow hatred will reap violence.
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) September 18, 2024
Kesaria Abramidze was killed. Just one day after the Georgian parliament passed the anti-LGBTI law.
I am deeply shocked and call on the ruling party “Georgian Nightmare” to immediately withdraw the shameful law.
🇬🇪🇪🇺🏳️🌈❤️😢