ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია „სიენენი" ავრცელებს.
ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა, რომელიც რესპუბლიკელების საპრეზიდენტო პრაიმერში შევიდა, როგორც დონალდ ტრამპის ყველაზე დიდი საფრთხე, X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში გამოაცხადა, რომ წყვეტს კამპანიას და მხარდაჭერას უცხადებს ყოფილ პრეზიდენტს.
“Success is not final, failure is not fatal: it is the courage to continue that counts.”
— Ron DeSantis (@RonDeSantis) January 21, 2024
- Winston Churchill pic.twitter.com/ECoR8YeiMm
რონ დესანტისის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა დონორმა „სიენეენს" განუცხადა, რომ „ფული არ იყო გასაგრძელებლად”.
ამრიგად, რესპუბლიკელების პრაიმერში დონალდ ტრამპს ერთადერთი მეტოქე დარჩა - სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი.