როკის ლეგენდა ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას The Sun-ი მუსიკოსის ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ის თავის ოჯახთან ერთად იყო, სიყვარულით გარშემორტყმული“, - ნათქვამია განცხადებაში.
სულ რამდენიმე კვირის წინ, ოსბორნმა თავის ბენდთან Black Sabbath-თან ერთად ბირმინგემში გამოსამშვიდობებელი კონცერტი გამართა, რომელიც ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი საქველმოქმედო შოუ გახდა.