კალასის გაფრთხილება ადასტურებს, რომ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა იმის შესახებ, რაც მოხდა რუმინეთსა და საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში წერს.

ფიცო ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ 9 მაისის აღლუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „9 მაისის აღლუმში ან საზეიმო ღონისძიებაში ნებისმიერი სახის მონაწილეობა არ იქნება მსუბუქად აღქმული ევროპული მხარის მიერ“.

როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, „კალასისგან გაფრთხილება და მუქარა უპატივცემულობაა“. მისივე თქმით, სუვერენული ქვეყნის ლეგიტიმური პრემიერ-მინისტრია და არავის შეუძლია, უკარნახოს, სად შეუძლია წასვლა და სად არა.

„გაფრთხილება და მუქარა ქალბატონი კალასისგან უპატივცემულობაა და მე ვეწინააღმდეგები. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, აფრთხილებს ევროკავშირის ლიდერებს, არ მიიღონ მონაწილეობა მოსკოვში, მაისში, გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში. მე წავალ მოსკოვში 9 მაისს. არის თუ არა ქალბატონი კალასის გაფრთხილება შანტაჟის ფორმა ან სიგნალი იმისა, რომ დავისჯები მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ? არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ახლა 2025 წელია და არა 1939.

ქალბატონი კალასის გაფრთხილება ადასტურებს, რომ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა იმის შესახებ, რაც მოხდა რუმინეთსა და საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით, როგორ არ დაეთმო სათანადო ყურადღება სლოვაკეთში სისხლის სამართლის ოპოზიციის წინააღმდეგ ბოროტად გამოყენების საკითხს. ქალბატონო კალას, მინდა გაცნობოთ, რომ მე ვარ სლოვაკეთის, სუვერენული ქვეყნის ლეგიტიმური პრემიერ-მინისტრი. არავის შეუძლია, მიკარნახოს, სად შემიძლია ან არ შემიძლია მოგზაურობა. მე წავალ მოსკოვში და პატივს მივაგებ წითელი არმიის ათასობით ჯარისკაცს, რომლებიც დაიღუპნენ სლოვაკეთის გათავისუფლებისას, ისევე, როგორც ნაცისტური ტერორის სხვა მილიონობით მსხვერპლს. მინდა შეგახსენოთ, მე ვარ ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი ევროკავშირში, ვინც თანმიმდევრულად საუბრობს უკრაინაში მშვიდობის საჭიროებაზე და არ უჭერს მხარს ამ უაზრო ომის გაგრძელებას. ქალბატონი კალასის სიტყვები უპატივცემულობაა და მე მკაცრად ვეწინააღმდეგები“, – წერს ფიცო.

თარგმანი: პირველი არხი