Reuters ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა აშშ-ს მოთხოვნების სია წარუდგინა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისა და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის გარიგებას ეხება.
გამოცემის მიხედვით, ჯერ არ არის ნათელი, თუ ზუსტად რას მოიცავს მოსკოვის მოთხოვნების სია ან არის თუ არა ის მზად მათ დაკმაყოფილებამდე კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისთვის. წყაროების თქმით, რუსეთისა და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გასული სამი კვირის განმავლობაში პირად და ონლაინ შეხვედრებზე განიხილეს ეს პირობები.
წყაროები Reuters-ს უყვებიან, რომ კრემლის მოთხოვნები ფართოა და იმ პირობების მსგავსია, რომლებიც რუსეთს უკრაინის, აშშ-სა და NATO-სთვის ადრე უკვე წარუდგენია
მანამდე წამოყენებულ მოთხოვნები მოიცავდა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების არ დაშვებას, შეთანხმებას, რომ უცხო ქვეყნის ჯარები არ განლაგდებიან უკრაინის ტერიტორიაზე და საერთაშორისო აღიარებას, რომ ყირიმი და უკრაინის ოთხი ოლქი რუსეთს ეკუთვნის.