დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს საერთაშორისო წყლებში ირანული ნავთობის ტანკერების გაჩერებისა და შემოწმებას. ამის შესახებ Reuters წერს.
ეს იქნება ირანზე განახლებული "მაქსიმალური ზეწოლის" კამპანიის ნაწილი, რათა ამერიკამ შეაჩეროს მისი ნავთობის ექსპორტი და ბირთვული პროგრამა.
ვაშინგტონმა შესაძლოა მოკავშირეებს გემების შესამოწმებლად დახმარება სთხოვოს, რომლებიც გადიან სტრატეგიულად მნიშვნელოვან მარშრუტებზე, განსაკუთრებით მალაკის სრუტეზე აზიაში. ეს გამოიწვევს ნავთობგადასამუშავებელი ქარხნებისთვის ნავთობის მიწოდების შეფერხებას. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს რეპუტაციის დაზიანება და სანქციები იმ მხარეებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ სანქცირებული ირანული ნავთობით ვაჭრობას.
ოპერაციების ჩატარება დაგეგმილია მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის ინიციატივის ფარგლებში. ამასთან, ჯერ არ არის ცნობილი, უკვე მიმართა თუ არა აშშ-მა პარტნიორებს მსგავსი ქმედებების თაობაზე.
ენერგეტიკის ანალიტიკოსი ბენ კეჰილი პროგნოზირებს, რომ ამ ზომებმა შეიძლება ირანული ნავთობის ექსპორტი დღეში 750 ათასი ბარელით შეამციროს მოკლევადიან პერიოდში. თუმცა, მისი თქმით, თეირანი შემდგომში იპოვის გზებს ახალი შეზღუდვების გვერდის ასავლელად.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ის უახლესმა სანქციებმა შეიძლება აიძულოს ნავთობის ბაზრის მონაწილეები გაზარდონ გემიდან გემზე გადაზიდვა ან გამორთონ ტანკერების გეოლოკაცია ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობისთვის.