ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტის და „ჰამასის“ ლიდერის, მუჰამედ დეიფის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფართო გამოხმაურება პოვა.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის" თანახმად, აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი ლინდსი გრემი ამბობს, რომ „აშშ-ის სენატის მოქმედების და ამ უპასუხისმგებლო ორგანოს დასანქცირების დრო დადგა".
შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორში ომის დანაშაულების ბრალდებით პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ, ისრაელის სამთავრობო მინისტრების და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.