თურქულმა დაზვერვამ სირიაში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) ლიდერი აბუ ალ-ჰუსეინ ალ-ყურეიში გაანადგურა. ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეარხის TRK Turk-ის ეთერში გააკეთა.
"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ მან Twitter-ზეც დაწერა. ერდოღანმა განმარტა, რომ ოპერაცია 29 აპრილს ჩატარდა, მაგრამ მოკლული მებრძოლის ვინაობა არ დაასახელა.
იმავდროულად, Reuters-ი სირიის სადაზვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რეიდი ჩრდილო-დასავლეთ სირიის ქალაქ ჯანდარისში განხორციელდა.
ISIS-ის ყოფილი ლიდერი იყო აბუ ალ-ჰასან ალ-ჰაშიმი ალ-ყურეიში. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ლიკვიდაცია 2022 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა. პენტაგონის ანგარიშში ნათქვამია, რომ ისლამისტი ქვეყნის სამხრეთში, თურქეთის მიერ მხარდაჭერილი თავისუფალი სირიის არმიის (FSA) წევრების მიერ განხორციელებულ ოპერაციაში მოკლეს.