ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ თავად იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მისი თქმით, ის შეხვედრებს გამართავს სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციასთან, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

"გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვხატო ქართველებთან, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან!

დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ჟურნალისტებთან," - წერს იუკნევიჩიენე.