ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ

სილეზიის სახელმწიფო შემოსავლების სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხუთშაბათს, 30 მარტს, პიჟოვიცეში, ვოიცეხ კორფანტის სახელობის აეროპორტში, საბაჟო და საგადასახადო სამსახურების მიერ მგზავრების შემოწმებისას, ქუთაისი-კატოვიცეს რეისის ოთხ მგზავრის ბარგში 7 მილიონი გრივნა (800 000 ზლოტი) ნაღდი ფული აღმოჩნდა.


პოლონური პრესის ცნობით, ბარგის მეპატრონე უკრაინის მოქალაქეებმა განმარტეს, რომ ფული მათ პოლონეთში უძრავი ქონების შესაძენად ესაჭიროებოდათ.

საგადასახადო ადმინისტრირების პალატამ მიიჩნია, რომ განმარტება 10000 ევროზე ზემოთ ნაღდი ფულის შეტანის დროს დეკლარირების აუცილებლობის შესახებ მოთხოვნის უგულებელყოფის საბაბად არ შეიძლებოდა განხილულიყო და უკრაინელები  62 000 ზლოტით (~14500 დოლარი) დააჯარიმა.