დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ალასკაზე, წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ პუტინი და ტრამპი ალასკის აეროდრომზე თვითმფრინავებიდან თითქმის ერთდროულად გადმოვიდნენ.

ტრამპი-პუტინის შეხვედრის დროს, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა პრეზიდენტებს თავზე გადაუფრინეს, იუწყება CNN-ი.

თეთრი სახლის ცნობით, რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ალასკაზე „სამი სამზე“ ფორმატით გაიმართება.

აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

ადმინისტრაციის განცხადებით, თავდაპირველად დაგეგმილი იყო ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა პირისპირ ფორმატით.