პოლონეთში ჯაშუშთა ქსელი გამოავლინეს, რომელიც რუსეთზე მუშაობდა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ხუთშაბათს განაცხადა.

პოლონურმა სპეცსამსახურებმა ექვსი ადამიანი დააკავა, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილნი. გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფი დივერსიულ საქმიანობას გეგმავდა.

"მინდა ხაზი გავუსვა იმ დიდ წარმატებას, რომელსაც მიაღწიეს შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრებმა, რადგან მთელი ჯაშუშური ქსელი გამოაშკარავდა", - თქვა მარიუ ბლაშაკმა და დაამატა, რომ მეტ დეტალზე შინაგან საქმეთა მინისტრი ისაუბრებდა.

დაკავებულები პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებიდან არიან და რუსეთის დაზვერვაში მუშაობდნენ. ჯაშუშებს ფარული კამერები ჰქონდათ დამონტაჟებული მნიშვნელოვან სარკინიგზო მარშრუტებზე, ძირითადად სამხრეთ პოდკარპაკის რეგიონში.

კამერები იპოვეს იასონკას აეროპორტის მახლობლად ჟესოვთან, რომელიც უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემის საკვანძო პუნქტად იქცა.