პოლონეთმა და შვედეთმა ბალტიის ზღვაში ერთობლივი სამხედრო წვრთნები, "SNEX Gotland Sentry" დაიწყეს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში X-ზე წერს.
კოსინიაკ-კამიშის თქმით, 22 სექტემბერს დაწყებული წვრთნების მიზანია, ბალტიის ზღვის უსაფრთხოება უზრუნველყოს.
"ვიწყებთ წვრთნებს, SNEX Gotland Sentry, რომელიც პირველი ასეთი ერთობლივი ოპერაციაა პოლონეთსა და შვედეთს შორის. ეს არის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შედეგი, რომელიც მიმდინარე წლის 2 სექტემბერს გაფორმდა". - წერს კოსინიაკ-კამიში.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტი ბალტიის ზღვაში ოპერაციებსა და თავდაცვის ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას მოიცავს.
პოლონეთს SNEX-ის წვრთნები აქამდეც ჩაუტარებია, მათ შორის, მიმდინარე წლის თებერვალში ბალტიის ზღვაშიც.