პოლონეთმა აშშ-სგან HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემების პირველი პარტია მიიღო, რომელთა განთავსებაც რუსეთის საზღვართან იგეგმება.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი HIMARS-ის ღირებულებას. მისივე თქმით, პოლონეთი, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყანაა, გამშვები მოწყობილობების დამატებით შესყიდვას გეგმავს. ჯამში პოლონეთის მიზანი დაახლოებით 500 ასეთი ერთეულის შეძენაა.

"ეს არის აღჭურვილობა, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცა ბრძოლაში, დაამტკიცა უკრაინელების ხელში რუსეთის ინტერვენციის შეჩერებით", – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა.