ამის შესახებ ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იავორ გეჩევმა პლოვდივში ვიზიტის დროს განაცხადა
პლოვდივში ვიზიტის დროს ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იავორ გეჩევმა განაცხადა, რომ პოლონეთის და უნგრეთის მაგალითზე, ბულგარეთიც განიხილავს უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვის დაწესებას.
„ბულგარეთის ინტერესებიც უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსგავსი შეზღუდვა უკვე დააწესა ორმა სხვა სახელმწიფომ. არსებობს ჩვენ ქვეყანაში დიდი რაოდენობით დაგროვების სერიოზული რისკი, თუ ჩვენც სათანადო ზომებს არ მივიღებთ“, - განმარტა მინისტრმა.
იავორ გეჩევის თქმით, მან უკვე განიხილა დელიკატური საკითხი ექვსი ევროპული ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებთან, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ბულგარეთმა ამ პრობლემის შესწავლის თხოვნით ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მიმართა ბრიუსელს. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამშაბათს „საკითხზე კონსულტაციები ასევე გაიმართება პრეზიდენტ რადევთან, რომელიც უშუალოდ არის ჩართული შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი გზების ძიების პროცესში.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადების კომენტირებისას ბულგარული პრესა აღნიშნავს, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ვაჭრობის სფეროში ცალმხრივ ქმედებებს მიუღებლად თვლის.