ასეთი განცხადება უნგრეთში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა, საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა
უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის სესხთან დაკავშირებით, რომელიც ვიქტორ ორბანმა და მისმა პარტიამ ცოტა ხნის წინ დაბლოკეს, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთი სლოვაკეთთან და ჩეხეთთან ერთად, ამ სესხის მონაწილე არ იქნება.
„მე მოლაპარაკებას გავმართავ ევროპელ ლიდერებთან; ბოლომდე არ მესმის, რატომ უნდა დაიფაროს იგი. ვეთანხმები, რომ უნგრეთი ამის მიღმა უნდა დარჩეს. უნგრეთი ძალიან რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია და ახლა ამოცანაა უნგრეთის კუთვნილი ფულის დაბრუნება. ახლა ახალი სესხების აღება არ შეგვიძლია. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთის სახელმწიფო ვალი 2010 წლიდან სამჯერ გაიზარდა“, - აღნიშნა პარტიის ლიდერმა, და ასევე ისაუბრა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განზრახვაზე.
ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია; ეს ამჟამად აქტუალური არ არის, მაგრამ მე ვხედავ მოძრაობებს ამ მიმართულებით. წევრი სახელმწიფოების მნიშვნელოვანი უმრავლესობა ასეთ სცენარს შესაძლებლად არ მიიჩნევს. ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა გაიაროს ერთი და იგივე პროცესი, შეთანხმდეს ყველა თავზე. ჩვენ ასევე განვიხილეთ უნგრეთში რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა იმის შესახებ, უნდა მიიღოს თუ არა ევროკავშირმა უკრაინა, მაგრამ ეს არ მოხდება უახლოეს რამდენიმე წელიწადში, არც მომდევნო ათ წელიწადში.
უკრაინაზე, როგორც ომის მსხვერპლზე საუბრისას პეტერ მადიარმა თქვა, რომ „არავის აქვს უფლება გარედან ჩაერიოს ოთხწლიანი ომის შემდეგ დადებული შეთანხმების პირობებში“. არავის აქვს უფლება უთხრას სხვა ქვეყანას, რომ დათმოს თავისი ტერიტორია. თუ ვინმე ასეთ რამეს იტყვის, ის მოღალატეა და „ფიდესის“ პოლიტიკოსებმაც თქვეს მსგავსი რამ. მე მათ ვკითხავდი, თუ რუსეთი თავს დაესხმებოდა უნგრეთს, ქვეყნის რომელ ნაწილს დათმობდნენ?“
მაგიარმა ასევე ნათლად განაცხადა, რომ უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა იქ მცხოვრები უნგრელების უფლებების დაცვის საკითხების მოგვარებაა.
„ენობრივი უფლებები, კულტურული უფლებები და ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი უნდა მოგვარდეს. არ მესმის, რატომ არ მოხდა ეს აქამდე. მეგონა, რომ უნგრეთს ან უკრაინას ჰქონდათ ამის განზრახვა, მაგრამ რატომღაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. იქ მცხოვრები უნგრელები ბევრს არაფერს ითხოვენ, უბრალოდ უნდათ შეინარჩუნონ ის უფლებები, რაც 15 წლის განმავლობაში ჰქონდათ, რათა შიშში არ იცხოვრონ და არ მოუწიოთ აქ ჩამოსვლა, თუ მშობლიური ენის გამოყენება სურთ. ეს დიდი მოთხოვნა არ არის და იმედი მაქვს, რომ მას მოვაგვარებთ“, - განაცხადა პეტერ მაგიარმა.




