ჩვენი გადმოსახედიდან, გასული წლის ბოლოდან მოყოლებული, საჭირო რეფორმების მხრივ, საკმარის პროგრესს ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ მან MOVEMENT-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ფართო სურათი ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში წევრობა ორი წლის წინ მოითხოვა. ჩვენ მკაფიოდ და ხმამაღლა განვაცხადეთ ჩვენი მზაობის შესახებ. მაგრამ, ამ მიზნის მისაღწევად, საჭიროა გარკვეული თავსებადობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. საქართველომ ფეხი უნდა აგვიწყოს. ევროკავშირის პროექტი უკვე 70 წელს ითვლის. ჩვენ ინტერაქციის ერთგვარი ფორმა შევიმუშავეთ, რაც გარკვეულ წესებს და ნორმებს ეფუძნება. იმისთვის, რომ საქართველო ერთ-ერთი ჩვენგანი გახდეს, და ეს ყველა ქვეყანას ეხება, ვისაც ევროკავშირის წევრობა სურს, იგი იმავენაირად უნდა მოიქცეს. ჩვენ ზუსტად ამას მოველით ყველა კანდიდატი ქვეყნისგან, საქართველოს ჩათვლით.

ამიტომაც, მოვითხოვეთ კონკრეტული რეფორმები, ე.წ. 9 ნაბიჯი, და, აგრეთვე, საბაზისო პრინციპები, ნორმები და ღირებულებები, რომელსაც ჩვენი ინტერაქცია ეფუძნება. 

სამწუხაროდ, კანონი, რომელიც ახლახან მიიღეთ, როგორც ეს უკვე მრავალგზის ვთქვით, არ შეესაბამება ამ ღირებულებებს და ნორმებს. 

ახლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის საკმაოდ სერიოზული პრობლემებია. პირველ რიგში, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გამო. აგრეთვე, ჩვენი გადმოსახედიდან, გასული წლის ბოლოდან მოყოლებული, საჭირო რეფორმების მხრივ, საკმარის პროგრესს ვერ ვხედავთ. მაგრამ, იმედი კიდევ არსებობს, საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია წინ ნაბიჯები გადადგას და სხვა კანდიდატ ქვეყნებს ძალიან სწრაფად დაეწიოს. ამისთვის, ამ კანონის მოშორებაა საჭირო, რომელიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან და ეს დიდი დაბრკოლებაა" , -  განაცხადა ელჩმა.