პარიზის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საფრანგეთის ექსპრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიმართ „გავლენით ვაჭრობის საქმეზე“ გამოტანილი განაჩენი.
სარკოზის 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2-წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზის შეუძლია, ერთწლიანი პატიმრობა ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით შინაპატიმრობაში მოიხადოს.
"სარკოზი ცნობილია დამნაშავედ კორუფციასა და გავლენით ვაჭრობაში, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ უპრეცედენტო განაჩენია", - წერს AFP.
68 წლის სარკოზის, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა, სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აეკრძალა.