პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ პალესტინელები საკუთარ მიწას არასოდეს დატოვებენ. ამის შესახებ მან ეგვიპტეში მიმდინარე სამშვიდობო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არასოდეს დავთანხმდებით გადასახლებას. დავრჩებით ჩვენს მიწაზე ნებისმიერი გამოწვევის მიუხედავად“, - განაცხადა პალესტინის პრეზიდენტმა.
მანამდე ეგვიპტემ და სხვა არაბულმა ქვეყნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ პალესტინელი დევნილების მასობრივი გადინება სხვა ქვეყნებში მიუღებელი იქნებოდა.
ცნობისათვის, ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ სამშვიდობო სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი ესწრება.