„ოქსფამის“ და CARE-ს კლიმატური სამართლიანობის ცენტრის მიერ  2025 წლის კლიმატური დაფინანსების შესახებ მომზადებული ჩრდილოვან ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი ქვეყნები კლიმატის დაფინანსების შესახებ დაპირებებს იძლევიან, განვითარებადი ქვეყნები მდიდარ ქვეყნებს კლიმატის კრედიტებისთვის უფრო მეტს უხდიან, ვიდრე იღებენ, -  წერს შვედური გამოცემა Aftonbladet-ი.

განვითარებადი ქვეყნების მიერ მიღებული ყოველი ხუთი კრონიდან შვიდი კრონა ბრუნდება კლიმატის კრედიტების სახით. ამ დაფინანსების 65 პროცენტი სესხების სახით არის გათვალისწინებული, - იტყობინება „ოქსფამი“ პრესრელიზში.

მდიდარი ქვეყნები აცხადებენ, რომ 2022 წლისთვის კლიმატის დაფინანსების სახით 116 მილიარდი აშშ დოლარი მოაბილიზეს, მაგრამ რეალური მაჩვენებელი 28-დან 35 მილიარდ აშშ დოლარამდეა, რაც დაპირებული თანხის მესამედზე ნაკლებია.

„მდიდარი ქვეყნები კლიმატის კრიზისს ბიზნეს შესაძლებლობად აღიქვამენ და არა მორალურ ვალდებულებად. ისინი ფულს აძლევენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ისტორიულად ზიანს აყენებდნენ და მოწყვლად ქვეყნებს ვალების ხაფანგში იტყუებენ.  ეს კლიმატური კრიზისით ხელის მოთბობის ერთ-ერთი ფორმაა“, - ამბობს ნაფკოტე დაბი, „ოქსფამის“ კლიმატის პოლიტიკის ოფიცერი.