ასეთი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა ოლექს არესტოვიჩმა „ბერლინერ ცაიტუნგთან" ინტერვიუს დროს გააკეთა.

ინტერვიუში ოლექს არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინა არის ევროპაში უდიდესი ქვეყანა განვითარებული მრეწველობით, ხალხით და სპეციალისტებით და მას შეეძლო მეტი რამის გაკეთება შეეძლო, მაგრამ აქამდე არ გააკეთა.

ჩვენ ახლა ვცდილობთ და პროგრესს ვაღწევთ. მაგრამ უკვე გვიანია. ეს აღარ არის საკმარისი. ახლა ძალიან მწვავე დისკუსიებს ვაწარმოებთ უკრაინაში ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების არასწორი მენეჯმენტის შესახებ და გვინდა სიტუაციის შეცვლა. საზოგადოება ითხოვს კონტროლს მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებაზე, რათა მათ ფული სწორად დახარჯონ. არა საკუთარ თავზე ან გზებზე, ყვავილებზე ან სტადიონებზე, არამედ მხოლოდ სამხედრო მიმართულებით. ვცდილობთ, შევჯერდეთ და მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ახალი არჩევნები, რადგან ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად მოახდინა საკუთარი თავის დელეგიტიმაცია მრავალი შეცდომითა და არასწორი მენეჯმენტით და ეს უნდა გააკეთოს. ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის არჩევნები გვჭირდება და ძნელი სათქმელია, რა მოხდება წლის შუა პერიოდში, თუ არჩევნები ჩატარდება, - ამბობს არესტოვიჩი და არ ეთანხმება კორესპონდენტის სიტყვებს იმის შესახებ, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტს კონკურენტები თითქმის არ ჰყავს.

„მე ასე არ ვფიქრობ. ამაზე არავინ საუბრობს, რადგან საშიშია. უკრაინაში გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, მიდიან ბახმუტში და იქ კვდებიან. დღესდღეობით არც ისე ადვილია პრეზიდენტ ზელენსკის კონკურენცია", - აცხადებს არესტოვიჩი.

„გაქვთ ამბიციები თავად გახდეთ პრეზიდენტი?" - ეკითხება მას კორესპონდენტი

„დიახ, მაქვს. მე ვიყრი კენჭს პარლამენტში და საპრეზიდენტო არჩევნებში", - უპასუხებს არესტოვიჩი.

ჩვენ ახლა ორ ფრონტზე ვიბრძვით: რუსების და კორუფციის წინააღმდეგ. და თუ თქვენ ყველა, მათ შორის ამერიკელები, შეწყვეტთ თქვენს სამხედრო დახმარებას, ეს ნიშნავს, რომ რუსები გაიმარჯვებენ. შემდეგ კი უკრაინული კორუფციის ნაცვლად გვექნება რუსული კორუფცია.

„ამჟამად უკრაინა ფართომასშტაბიან ბრძოლას აწარმოებს კორუფციის წინააღმდეგ. თუმცა, ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტი ვერ არწმუნებს ამაში თავის მოქალაქეებს: მათი თითქმის 80 პროცენტი თვლის, რომ პასუხისმგებლობა თავად ზელენსკის ეკისრება. რა შეიძლება გაკეთდეს ამ აღქმის შესაცვლელად?" - კითხულობს კორესპონდენტი

ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი კანონები, რადგან კორუფციას ფულის მოპარვის ორი წყარო აქვს: ერთი არის მართვის პროცესი და მეორე არის კანონი.

„აი, ამიტომ გვჭირდება არჩევნები. ჩვენ ძალიან გვჭირდება არჩევნები. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ნამდვილად ეს ბიჭი სჭირდება თუ ვინმე სხვა", - უპასუხა მას ოლექს არესტოვიჩი.