10 თებერვალს, ღამით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ზაპოროჟიეს მასიურად გაუხსნეს ცეცხლი. ამის შესახებ ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი, მოქმედი მერი ანატოლი კურტევი წერს.
"პუტინის ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე მასიური თავდასხმა განახორციელეს. ერთ საათში ქალაქში მტრის 17 რაკეტა დაფიქსირდა - ეს ყველაზე დიდი რიცხვია სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან. ოკუპანტები თავს დაესხნენ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ყველაფერი, რაც ამ ნაბიჭვრების არმიას შეუძლია, მძინარე ქალაქის დაბომბვა და ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებაა“, - წერს ის და აღნიშნავს, რომ ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.