10 თებერვალს დაახლოებით დილის 4:00 საათზე რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ხარკოვზე შეტევის სერია განახორციელეს. ამის შესახებ ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა.
ის წერს, რომ ოკუპანტების სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურაა. ქალაქში შესაძლოა შეწყდეს ელექტროენერგია, წყალი და სითბოს მიწოდება.
"ოკუპანტებმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას შეუტიეს. დაფიქსირდა დაახლოებით 10 აფეთქება. ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა“, - დასძინა ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, აფეთქების ადგილზე მაშველები მუშაობენ.