ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინა კონტრშეტევას მაისში დაიწყებს. იუწყება The New York Times.
"ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, უდიდესი რისკების მიუხედავად, უკრაინა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად მომდევნო თვისთვის ემზადება. გადამწყვეტი გამარჯვების გარეშე, უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა შეიძლება შემცირდეს და კიევი მზარდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს კონფლიქტის დასრულების ან გაყინვის მიზნით სერიოზული მოლაპარაკებების დასაწყებად,"- აღნიშნავს გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ამერიკელმა და ნატოელმა მოკავშირეებმა უკრაინას გაუგზავნეს დიდი რაოდენობით არტილერია და საბრძოლო მასალა მომავალი ბრძოლისთვის და იმედოვნებენ, რომ ხსენებული დახმარება მათ დიდხანს ეყოფათ.
ასევე აღნიშნულია, რომ იმის მიუხედავად, რომ უკრაინამ ამერიკელ ოფიციალურ პირებს არ გაუზიარა ოპერატიული გეგმის დეტალები, ოპერაცია, სავარაუდოდ, განვითარდება ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მათ შორის აზოვის ზღვის სანაპიროზე, ანექსირებულ ყირიმთან ახლოს.
სტატიაში ასევე ნახსენებია, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ გაარღვიონ რუსული თავდაცვა და შექმნან ფართომასშტაბიანი კოლაფსი რუსეთის არმიაში.