სოციალურ ქსელებში გამოჟონილი პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები მოწმობს აშშ-ს ს სადაზვერვო უწყებების ღრმა პენეტრაციაზე რუსეთის უკლებლივ თითოეულ სპეცსამსახურში. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს.
დოკუმენტების მიხედვით ნათელი ხდება, რომ ვაშინგტონი დროულად იღებს სანდო ინფორმაციას იღებს რუსეთის სპეცსამსახურებიდან. მათ შორის ერთ-ერთ დოკუმენტში განხილულია რუსეთის გენშტაბის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც უკრაინისთვის გადაცემული Leopard-ის ტიპის ტანკების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს ეხება.
დოკუმენტებიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ აშშ-ს სპეცსამსახურები რეალური დროის რეჟიმში აფრთხილებდნენ უკრაინელ კოლეგებს რუსეთის მიერ მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმების კონკრეტულ ლოკაციებსა და ზუსტ დროზე. რაც უკრაინას თავდაცვითი ზომების მიღების საშუალებას აძლევდა.
გარდა ამისა გამოჟონილი დოკუმენტებიდან ცნობილი ხდება, რომ აშშ ასევე უთვალთვალებს უკრაინის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ეს ადასტურებს გავრცელებულ წარმოდგენას, რომ ვაშინგტონი ცდილობს უფრო მკაფიო სურათი შეიქმნას უკრაინის სამხედრო გეგმებთან დაკავშირებით.
"აღნიშნული დოკუმენტები კიდევ ერთხელ ადასტურებს გავრცელებულ წარმოდგენას, რომ აშშ-ს აქვს გაცილებით უფრო მკაფიო წარმოდგენა რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ, ვიდრე უკრაინაზე",- ნათქვამია გაზეთის მიერ მომზადებულ მასალაში.