სომხეთისა და თურქეთის ლიდერები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ლიდერებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, სომხეთის პრემიერის ადმინისტრაცია იტყობინება.
ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ფაშინიანი და ერდოღანი შეთანხმდნენ, დაიწყონ მუშაობა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების სრულ რეგულირებაზე ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
ფაშინიანმა ერდოღანს მოახლოებული ყურბან ბაირამი მიულოცა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტმა სომხეთის ლიდერს – ვარდავარი (სომხური დღესასწაული).