ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კანადის, ავსტრალიის და დიდი ბრიტანეთის მიერ პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი

„მე მაქვს მკაფიო გზავნილი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ: თქვენ ტერორს უზარმაზარ ჯილდოს გადასცემთ.

ჩვენ ეს გავაკეთეთ მონდომებით და გამჭრიახი სახელმწიფოებრივი ოსტატობით. უფრო მეტიც, ჩვენ გავაორმაგეთ ებრაული დასახლებები იუდეასა და სამარიაში და ამ გზას გავაგრძელებთ.

ჩვენი ქვეყნის შუაგულში ტერორისტული სახელმწიფოს შექმნის თავსმოხვევის უახლეს მცდელობაზე პასუხი გაეცემა შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ. დაელოდეთ“, - წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს კანადამ, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა, ხოლო „ჰამასის" ტერორისტული თავდასხმის კიდევ სხვა 9 ქვეყანამ და სულ, დღეისთვის, გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან 150  ცნობს პალესტინას. იმ 43 ქვეყანას შორის, რომლებსაც პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ უცნიათ, არიან აშშ, მექსიკა, ახალი ზელანდია, იაპონია, კორეა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამერიკის, აზიის და აფრიკის კონტინენტიდან. აგრეთვე არ ცნობს პალესტინას საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი, ნიდერლანდები, ბელგია, ფინეთი, შვეიცარია, დანია, ავსტრია, ხორვატია, პორტუგალია, საბერძნეთი, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, მოლდოვა.