ხარჯების შესახებ ორპარტიული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მთავრობის „შათდაუნი“ თავიდან იყო აცილებული, ფაქტობრივად, ასევე ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვას. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ 1,2 ტრილიონი დოლარის 1,012 გვერდიან პაკეტში ცალსახად არ არის ნახსენები პრაიდის დროშების ფრიალის აკრძალვა აშშ-ს საელჩოებში, მისი ტექსტი მოიცავს რესპუბლიკელების მიერ წარმართულ ძალისხმევას, აიკრძალოს LGBTQ Pride დროშის ჩვენება სამთავრობო შენობებში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონის მიხედვით გამოყოფილი თანხები არ უნდა იყოს გამოყენებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაზე აშშ-ის ან სხვა სუვერენული ქვეყნების დროშების გარდა, სხვა ნებისმიერი დროშის აღმართვისა ან დემონსტრაციისთვის.
ლგბტ დროშების აღმართვა საელჩოებზე და სახელმწიფო შენობებზე პირველად ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაუშვეს. მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა ეს აკრძალა, 2021 წელს კი ჯო ბაიდენმა ისევ დაუშვა.
ფოტო - მაიკლ კუენი ( Michael Kuenne / Presscov/Sipa via AP Images)