ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის, ადმირალ ჯუზეპე კავო დრაგონეს განცხადებით, ალიანსის წევრი სახელმწიფოების გენერალური შტაბების ხელმძღვანელებმა უკრაინის მიმართ „მხარდაჭერა დაადასტურეს“, თუმცა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები არ გამოუცხადებია.
„შესანიშნავი და პირდაპირი დისკუსია შედგა ნატოს გენერალური შტაბების ხელმძღვანელებს შორის. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა დავადასტურეთ. პრიორიტეტი სამართლიანი, მტკიცე და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება უნდა იყოს“, - განაცხადა მან.