ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუტე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„შესანიშნავი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან. აშშ და ნატო ძლიერდებიან. ნატო-ს მოკავშირეები სწრაფად მოქმედებენ, რათა უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ თავდაცვაში. დიდი ზრდებია გამოცხადებული და კიდევ სხვებიც მოჰყვება.

რაც შეეხება უკრაინას, მოკავშირეები დახმარებისთვის დამატებით მილიარდებს ამზადებენ, ასევე უსაფრთხოების გარანტიებში წვლილის შეტანისთვის”,- წერს ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე.

თარგმანი: პირველი არხი