გასულ უქმეებზე, ამენის პოლიციელები მთვრალი მძღოლის მხრიდან აგრესიული ქმედების მსხვერპლნი გახდნენ.მთვრალმა მძღოლმა კონტროლის თავიდან აცილების მიზნით, მათ გველი ესროლა. 

როგორც ამენის პოლიცია აცხადებს, პატრულირების დროს, ეკიპაჟმა შენიშნა მანქანა, რომელიც საკმაოდ საეჭვოდ გადაადგილდებოდა და ამიტომ გადაწყვიტა მისი გაჩერება. 

როგორც წესი, ეკიპაჟმა დიდი სიჩქარით მიმავალ მანქანას გზა გადაუჭრა, რათა ის გაჩერებულიყო და მოულოდნელად, ისე რომ ვერც კი გაიგეს, რაც მოხდა, მათ მანქანაში გველი აღმოჩნდა.

როგორც გაირკვა, მთვრალმა მძღოლმა კონტროლის და ჯარიმის თავიდან აცილების მიზნით თავისი ავტომობილად გველი გამოისროლა, რომელიც პოლიციელების ავტომანქანაში აღმოჩნდა.